ზუგდიდის სამმართველოში სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში ერთ-ერთი მონაწილის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, კახა ქირიას დაკითხვა მიმდინარეობს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა.მ. სასაზღვრო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთთოების სამსახურს, შესაძლოა, ტელეკომპანიაში წარმომადგენელი ჰყავდეს.
სამართალდამცველებმა ”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დააკავეს. რურუას თქმით, ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობის ფაქტი და ადეკვატური რეაგირების გარეშე არ დატოვონ ძალადობის არც ერთი გამოვლინება.
საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ახალი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზე მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. აღნიშნული მოსამართლეები პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნენ. ფიცის დადების ცერემონიას საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი გახსნის.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ. მ. ნინოწმინდაში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.