ოდესის ოლქის პოლიციის უფროსს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე გია ლორთქიფანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. როგორც ადვოკატებმა დღეს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განმარტეს, არავითარი საფუძველი ოდესის პოლიციის უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, არ არსებობს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის განცხადებით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს სამსახურებრივ შვებულებას აიღებს და საქართველოში ჩამოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, გუშინ გავრცელებულ საუბარში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს მოძრაობა „ქართული ძალის“ აქტივისტებმა არასანქცირებული მსვლელობა გამართეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარების უწყებები ნუგზარ წიკლაურისა და აკაკი მინაშვილის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ სხვა წევრებს – პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილს გაუგზავნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) დღეს, 18:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.