შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის თქმით, თვეების განმავლობაში სასამართლო სისტემაზე იყო ბრალდებები, რომლებიც კონკრეტულ წყაროს ეყრდნობოდა.
შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მისი კუთვნილი ავტომობილის აფეთქების შემდეგ, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
რამდენიმე წუთის წინათ თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქებისას მანქანაში იმყოფებოდა თავად თარგამაძე, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.
ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელმაც სავარაუდოდ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლი გაუხსნა, პოლიციას ჩაბარდა. ინდუაშვილი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.
„უპრეცედენტო პროექტი მთელს რეგიონში“, - ასე შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გახსნა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რომელმაც გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს ახალი ქვედანაყოფის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ ცენტრის შექმნის შემდეგ, ქვეყანაში დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირდება.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში 32 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დანით მოკლეს. დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ 32 წლის მამაკაცის მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ცხედარს სხეულზე 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, გამოძიება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.