რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს, ოთარ ვარამაშვილს გაქცევისთვის ბრალს დღეს წაუყენებენ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა.
გერმანიაში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შტუტგარტში ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, თომას შტრობლს შეხვდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაქცეული პატიმრის ოთარ ვარამაშვილის ფოტოს აქვეყნებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19 დარეკონ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა. აღნიშნულ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული სასამართლოში პროცესზე დასწრების მიზნით იყო გადაყვანილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს.
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, გონიოში დაკარგული სამხედროების საქმესთან დაკავშირებით გარკვეული დანაშაულის ნიშნები იკვეთება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოება მალე გაიგებს თუ რა ტიპის დანაშაული მოხდა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.