საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამი ფედერალური მიწის: საქსოონის, ჰესენის და ბადენ-ვიურტენბერგის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული რ. გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში აგრარულ ბაზართან ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ტყვია მუცლის არეში ერთ-ერთ ადგილობრივს ესროლეს, ასევე დაჭრილია მეორე პირიც, რომელიც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა.
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს. Guardian.ge საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას პარიზის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970წ. დაბადებული აზიზ მ. დააკავეს.
ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს.
ცესკო-ს წინააღმდეგ ”რესპუბლიკური პარტიის” სარჩელთან დაკავშირებით, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი რაოდენობით ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.