სამართალი

საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით. 

სრულად...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რომან როგავა განზრახ მკვლელობაში და პირადი დოკუმენტის გატაცებაში დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108  და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სრულად...

ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ბექა ბექაურის ადვოკატი, მაია ჭრელაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბექაური წარდგენილ ბრალს აღიარებს. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერაქტის აღკვეთის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს, თუ საიდან იღებდნენ დავალებებს ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირები.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის ცემის ფაქტს უარყოფს.

სრულად...

ე.წ. ტერორისტული აქტის საქმის პროკურორის, გიორგი დავითაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ. 

სრულად...

ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებულმა ბექა ბექაურმა ბრალი აღიარა. ბექაურის მიერ ბრალის აღიარების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექაურის ადვოკატმა, მაია ჭრელაშვილმა განაცხადა.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლო ტერორისტული აქტის საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. 

სრულად...

სუს-ის მიერ ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ირაკლი ბაღიშვილის ახლობლის განცხადებით, დაკავებულები უკრაინაში მებრძლებს ეხმარებოდნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი