სამართალი

მესტიის მუნიციპალიტეტში სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას და მმართველი პარტიის სხვა ხელმძღვანელებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებს და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

სრულად...

შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მოქალაქე ვახტანგ წ. დააკავეს.

სრულად...

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობა სავარაუდოდ, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტისას ასევე სამი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სრულად...

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თინა გინტური დამნაშავედ  სცნო განზრახ მკვლელობაში და ქურდობაში  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სრულად...

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ტრისტან წითელაშვილის თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო.

სრულად...

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ბ. სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სრულად...

საბაჟო გამშვებ პუნქტ „გარდაბანში”, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები (საერთო წონა 3,500 გრამი) აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ტვირთი ბაქო-თბილისის მატარებლის ელექტრო-მექანიკოსისთვის განკუთვნილი ოთახის დათვალიერებისას, ინსტრუმენტების სათავსოში იქნა აღმოჩენილი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი