სამართალი

ანაკლიის პოლიციის უფროსმა, პაპუნა დიდიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა - აღნიშნული ინფორმაცია guardian.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სრულად...

ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც სტაბილურად მძიმეს. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმა, რომლის შემოღებაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტით იგეგმება, პრაქტიკაში, შესაძლოა, გამოუყენებელი აღმოჩნდეს. 

სრულად...

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ "რუსთავი 2"-ის საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობაზე განცხადება გააკეთა. 

სრულად...

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს "რუსთავი 2"-ის სარჩელის განხილვა გაგრძელდება. მხარეები პლენუმს დასკვნითი სიტყვებით მიმართავენ, ამის შემდეგ სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მეორედ გავა.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ორი პირი - ალექსანდრე მორბედაძე და დავით გიორგობიანი დააკავა.

სრულად...

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე კარინა გ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

სრულად...

სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში, 14 526 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (თხილის გული) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების  ფაქტი გამოვლინდა.

სრულად...

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არ ითხოვა მაგდა პაპიძის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დახურვა ან სასამართლო თავად რატომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას.

სრულად...

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიკა ლ. ყაჩაღობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი