მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა და დაიკლო პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელმა როგორც არასრულწლოვნებში, ისე სრულწლოვნებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზაზა ლორია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს პირველი ანგარიში წარუდგინა.
თუ არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მასზე უკანონო თვალთვალი ან მოსმენა მიმდინარეობს, სასამართლოს ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა მიმართოს, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილი გააკეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მქომედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები – ინგა ჩიქოვანი და დალი კობერიძე დააკავა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს აფასებს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
ცოტა ხნის წინათ "რუსთავი 2" –ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს.
სასამართლო ქვეყანაში დამოუკიდებელია და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, გახდება ცნობილი, აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2"–ის საქმის განხილვა იწყება. შენობის გარეთ შეკრებილი არიან არხის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.