საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს, - აცხადებს შოთაძე.
სამართალდამცველებმა თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ჩინური მასაჟის სამი სალონის ადმინისტრატორები, ჩინეთის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ჰონგიან ი, 1979 წელს დაბადებული იანვეი ი. და 1980 წელს დაბადებული ჩუანსია უ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
რადგან პროკურატურა აკეთებს განცხადებას, რომ დაიწყო დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ე.ი ამის საფუძველი აქვს, - აღნიშნული განცხადება მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ გააკეთა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტის, „მტკვარის“ მებაჟე ოფიცერი პაატა ირემაძე.
პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივ ბრძანებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესზე დაკითხული დავით ჩხატარაშვილი ადეიშვილის დანაშაულებრივი ბრძანების უშუალო შემსწრე იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში გასვლითი თათბირი ჩაატარა. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მარტივი არ არის ასეთი ძველი დანაშაულის გამოძიება, მითუმეტეს, როცა ათწლეულის განმავლობაში ამ სისხლის სამართლის საქმეზე რელურად გამოძიება არ ჩატარებულა, - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეზე კომენტირებისას.
„პირადი ცხოვრების“ საქმეზე ოცამდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში. ამ სახის დანაშაულის გამოძიება არის საკმაოდ სპეციფიური და მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიება საკმაო დროს საჭიროებს, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.