არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი მცდელობა გამოავლინეს 20 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, სხვადასხვა საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის, LIRICA-ს უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე დააკავეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა რეგლამენტის წესების დარღვევის ფაქტზე, სახერხი საამქროს მფლობელი 2 კომპანია გამოავლინეს.
საზღვარგარეთ ყოფნის დროს კონკრეტული მომსახურების თუ ნივთის შეძენის დავალებას პირადად პრეზიდენტისგან ვიღებდით, - განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილმა წევრმა, გიორგი ჟოჟონაშვილმა.
ლევან მურუსიძე არასამთავრობოებთან კონტრშეტევაზე გადადის. აგრესიული ტონიარ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს ვინ ვის უკან დგას, ვინ და როგორ დააფინანსა, მაგრამ ყველაფერი არ არის სალაპარაკო- განაცხადა მურუსიძემ უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ არასამთავრობოთა ანგარიშზე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს პასუხობს. გვენეტაძის განცხადებით, შენიშვნები უსაფუძვლოა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეების გარკვეული ნაწილი უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, სახელმწიფოსთან ბიზნესდავები კი საქართველოში ლონდონის საარბიტრაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა.
უსტიციის უმაღლესი საბჭო მიესალმება ობიექტურ კრიტიკას, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში მოისმინეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. მათ საგანგებო ანგარიში მოამზადეს, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს გააცნობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.