საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენა, საერთაშორისო განწყობებსა და რეალობაზე გავლენას მოახდენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ ჰააგაში, აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში სიმართლე საკუთარ გზას იპოვის.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ელნურ გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს.
ანკარის ინტერპოლის მიერ 18.12.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ს. ს. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ონტოპოში დააკავეს.
გაზეთი „კვირის პალიტრა“ სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს აქვეყნებს, რომლებიც მან წლების წინ გოჩა მაღალთაძის და უშიშროების გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეებზე მისცა.
უახლოეს პროცესებზე კიდევ ერთხელ გამოვლინდება, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული არიფ ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბანში დააკავეს.
ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდა მკვლელობის მომენტში არავინ ყოფილა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.