შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტებს სამინისტროს კუთვნილი 25 ახალი ავტომანქანა გადაეცათ. რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მაღალი გამავლობის „ფორდ რეინჯერის“ მოდელის ავტომანქანებით შეივსო.
"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ იმ ავტომობილის დათვალიერების მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც კუჭავამ გამოძიების ინფორმაციით, თავი მოიკლა.
პარლამენტი ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეუწყვეტს. უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის შესაბამისი მიმართვა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
"თავისუფალი დემოკრატები" იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელზეც პატიმართა შეწყალების საკითხზე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი საუბრობს, უახლოეს მომავალში პარლამენტის წინაშე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დასვამენ.
ოღონდ პატრიარქს აგინონ და 500 ლარს დიდი სიამოვნებით გადაიხდიან, - ამის თაობაზე უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
არ მგონია გონიერი ხელისუფლების ინტერესში იყოს, რომ სასამართლო მას ემსახურებოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების წინასწარ გამჟღავნებისა და ასევე სხვა თემებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევას აწარმოებს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დაუსწრებლობის თემას ეხმაურება და ამბობს, რომ "ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ".
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შეხვდნენ, მოსამართლეთა კანდიდატების საგამოცდო ტესტის წინასწარ გამჟღავნებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.
"ჰააგის ტრიბუნალი რუსეთს გამოძიებაში ჩართვას ვერ აიძულებს, თუმცა, მას შეუძლია, ამა თუ იმ პიროვნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები წამოიწყოს" - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.