სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
სამართალდამცველებმა თბილისში იუსტიციის სახლთან გვიან ღამით დაწყებული მუშაობა ცოტა ხნის წინათ დაასრულეს. ექსპერტ-კრიმინიალისტებმა თეთრი ფერის მერსედესის ავტომობილიდან ანაბეჭდები აიღეს და ავტომობილი სავარაუდოდ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია თბილისში, საბურთალოს რაიონში ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. პროკურატურა არც იმის შესახებ საუბრობს თუ რა მუხლით არის საქმე აღძრული.
იუსტიციის სახლთან, ამ წუთებში, სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე კრიმინალისტები მუშაობენ და თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილიდან ანაბეჭდებს იღებენ.
მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი ადასტურებს, რომ ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა.
ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც, სავარაუდოდ, მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგამ საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდნენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს.
თბილისის მერია დღეს, ძველ თბილისში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, დედაქალაქის მთავრობა გამოთქვამს ეჭვს, რომ ხანძრის გაჩენა მიზანმიმართულად მოხდა.
განცხადებაზე ხელმომწერები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა პოლიტპატიმრების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.