შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, რომლებიც გუდაურის სათხილამურო ტრასებზე ხვალიდან პატრულირებას განახორციელებენ.
"ის, რაც სამთო რეგულაციებთან დაკავშირებით გვქონდა მომზადებული, აღმოჩნდა უფრო რბილი, ვიდრე დღეს არსებული მოთხოვნილებებია საზოგადოებაში" - დიმიტრი ქუმსიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მერაბ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ჯოკია ბოდოკიას თქმით, მას შემდეგ რაც იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში განათავსეს, მასზე ზეწოლა განხორციელდა.
ჯოკია ბოდოკიამ დუმილი დაარღვია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი კონკრეტულ გვარებს ასახელებს და მის გასამართლებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
შსს-მ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან „ჭაშნაგირში“ ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტებთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი: 1988 წელს დაბადებული შალვა გ., 1988 წელს დაბადებული თორნიკე თ., 1990 წელს დაბადებული დემეტრე ლ. და 1994 წელს დაბადებული ანი ხ. დაადგინა.
ფოთში პროკურორის მანქანისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მთავარ პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.
პარლამენტში დღეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გაეცნენ.
"ყველაფერი თუ მე გამოვიძიე, შოთაძე რაში იღებს ხელფასს და რას აკეთებს ამხელა უწყება" - აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გუშინდელ განცხადებას.
ალეკო ელისაშვილი პარლამენტს მიმართავს, ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრობის უფლება შეუჩეროს. განცხადება აღნიშნულის შესახებ ელისაშვილმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.