ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები - გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე და ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია ქალაქის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროკურატურა მუშაობს. მთავარი პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო ორგანოების ცესკო-ში შესვლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიება ფინანსურ დარღვევას უკავშირდება.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ანდრო მ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი, ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, სოლომონ კონცელიძე დააკავა.
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ე.წ. "კოკაინის საქმეზე" დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა.
გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.
თბილისში, ბერი გაბრიელის გამზირზე, სპეცოპერაცია ჩატარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი, ასევე სასწრაფო- სამედიცინო სამსახური.
შსს-მ 1990 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1987 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალბინა ს. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავა.
პრობაციონერს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს. შესაბამისი ცვლილება "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესის და პრობაციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის.
მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს კითხავენ. ქორიძე საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინათ, მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.