თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ახლობლების ბრალდებას უზომოდ შეურაცხმყოფელად მიიჩნევს.
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ დროულად იქნეს გამოძიებული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედოფლისწყაროში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადება უპასუხისმგებლობა იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს - ჯეიმს კომეის შეხვდა.
"ბატონ ელისაშვილს განცხადებების გარდა მოუწევს, ალბათ, ყველა ის მტკიცებულება, თუკი ასეთი გააჩნია, პროკურატურას მიაწოდოს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციისთვის ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა.
შსს-ს აჭარის პოლიცის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანანო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ილმაზ თ. ბათუმში დააკავეს.
შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ალი რიზა ისლამი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პირველი რიგის ამოცანაა, "დაისაჯონ ის ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებით ცდილობდნენ ფული ეშოვათ".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.