ცოტა ხნის წინათ რამდენიმე გასროლა მოხდა თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 2 მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრები მურუსიძისგან დაინტერესდნენ გახმაურებულ, მათ შორის გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯანიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, თბილისის მერის პირველი მოადგილე ლაშა აბაშიძე დაიკითხა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
უკრაინელმა მესაზღვრეებმა წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ "ინტერფაქს უკრაინა" სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პროკურატურას ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12 დეკემბერს ის საკუთარი ინიციატივით მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა და გამოთქვა სურვილი, პროკურატურაში როგორც მოწმე მისულიყო და ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდებინა.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში ისევ დაიბარეს. ელისაშვილს უწყებაში ამ წუთებში კითხავენ.
პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მანანა კობახიძე და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პატიმართა შეწყალების საკითხზე პროკურატურაში იმყოფებოდნენ.
ანასტასია ზაუტაშვილი და ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები ალეკო ელისაშვილის ინფორმაციაზე გამოძიების შედეგებს ახალ წლამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითდაზიანებებით და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებით იმუქრებია
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.