2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მიღება 995 უცხოელს სურს. მათ შესაბამის უწყებაში საჭირო რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვთ. რაც შეეხება ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირებს, საქართველოში სულ საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი 1 192 პირი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ერაყის, უკრაინის, რუსეთისა და სირიის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ცნობილი სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციისას გახდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.
გაიხსნება თუ არა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე, განიხილება თუ არა ცხედრის ექსჰუმაციის საკითხი და რა განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობენ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებთ მოწმეები - ამის შესახებ, გაზეთი „კვირის პალიტრა“ ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას ინტერვიუს აქვეყნებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, 7-11 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დეტექტივების სამმართველოების და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნუკრი ი. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი, – ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” გააკეთა.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. მისი სახელი და გვარი ინტერპოლის ოფიციალურ გვერდზე ძებნილების ბაზაში აღარ არის.
ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. ქვეყნის პირველი პირის ბრძანებულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას უარყოფითად აფასებს.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, თუ მოწმე უარს აცხადებს დაკითხვაზე, თუმცა არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომ მას აქვს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, იგი შეიძლება დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
შსს-მ, 1995 წელს დაბადებული მარიამ კ. და 1979 წელს დაბადებული ვასილ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.