საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე მუშაობას უკვე შეუდგა. მან პროკურატურაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც “რუსთავი 2”-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გააუქმა.
სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ის ძველი წესი ნარჩუნდება, რომელიც ჩვენების მისაცემად მოწმის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის "ვალეს" მებაჟე ოფიცერი და დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი თანამზრახველი დააკავა.
ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც 23 წლის ჯამბულა აბდულაევი და კიდევ სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 213-ე ბაგა-ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ბრალდებით აყვანილია 1986 წელს დაბადებული დენის პ.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და საკუთარ გეგმებზე საუბრობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, სერგო რატიანის აზრით, ირაკლი შოთაძე და მისი უწყება ვერ შეძლებს გახმაურებული საქმეების გამოძიებას.
როგორც რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ყველა ამ ტიპის საქმეში ის პირები ფიგურირებენ, რომელთანაც მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.