პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ე.წ კაბელების საქმეს დიდი ისტორია აქვს და ბევრი კამათი გამოიწვია, თუმცა, სასამართლო არის ერთადერთი კომპეტენტური ორგანო , ვისაც შეუძილია თქვას, იყო თუ არა ბრალდების მხარე მართალი, როდესაც ამ პირებს ბრალი წაუყენა, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებთან” შეხვედრის დროს, შესაბამის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც ელისაშვილის სოციალურ ქსლეში წერს, გამოძიებას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მიაწოდა.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აქვს, სადაც ელისაშვილმა თქვა, რომ მას უთვალთვალებენ.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აქვს, სადაც ელისაშვილმა თქვა, რომ მას უთვალთვალებენ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კითხვებს, რაც არის საქმეში და საზოგადოებაში პასუხი გაეცემა – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ გააკეთა.
პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ ინციდენტი მოხდა. სხდომაზე „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორი, ბუბა ჩივაძე შევიდა და მოითხოვა, რომ მისი ოჯახის ბიზნესთან დაკავშირებით, პროკურატურამ სწრაფი გამოძიება აწარმოოს.
ჩივაძის ინფორმაციით, მის ოჯახს ბიზნესები ჩამოართვეს და ამ საქმის გამოძიება ჭიანურდება.
"ვერ დავეთანხმები პოზიციას, რომ პროკურატურა პოლიტიკურად ანგაჟირებულია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან შეხვედრაზე დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის შს მინისტრ რამილ უსუბოვთან გამართა, სადაც მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელმა 50%-დან 30%-მდე დაიკლო, ასევე შემცირდა საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს გააცნო.
ირაკლი შოთაძე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელებასა და გაძლიერებას მიიჩნევს. ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.