ტელეკომპანია "რუსთავი 2" სასამართლოსგან იმ მასალების დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, რის საფუძველზეც ტელეკომპანიის ქონება დააყადაღდა. ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდათ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აკერძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოაგდოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.
"რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო.
შსს-ს აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ირაკლი ჯ. ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კახა ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის რაიონის სოფელ ართანაში დააკავეს.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
ზურას მკვლელობა მერაბიშვილის გადმოცემული სცენარი იყო, თუმცა შემსრულებლები ვინ იყვნენ, არ ვიცოდი, - ამის შესახებ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ზურაბ ჟვანიას დედამ, რემა ჟვანიამ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.