შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს.
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე მკვლელობის ნაწილში ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოში პოზიცია ზეწოლის შედეგად დააფიქსირა. ამის შესახებ №7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ აბულაძის ადვოკატმა, არჩილ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე, - ამის შესახებ ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, იგი სწორედ მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი სამართალდამცველებსა და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობას უხდის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და რამინ მამედოვს აღმკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. შალვა აბულაძის მეგობარს, რამინ მამედოვს პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ.
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძებნილი, შალვა აბულაძე დააკავეს.
"კურიერის" ინფორმაციით პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია. პოლიცია მას კვირაზე მეტ ხანს ეძებდა.
ქ. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.