ამნისტიის თემა "ნაციონალების" აგორებულია და, როგორ შეიძლება, ვინმეს ეჭვი შეეპაროს, რომ ამნისტიით "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაკავებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები დავით ქალიაშვილი და ნიკოლოზ ვეკუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამნისტიით გათავისუფლებულებს, რომელთაც სახელმწიფოს ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს, ჰპირდება, რომ სახელმწიფო მათ მიმართ დაუნდობელი იქნება, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
თბილისში, ვაჟა - ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის ოთხი მოქალაქის, ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილები სტუდენტები იყვნენ, კერძოდ, სამი მათგანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ერთი კი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ.
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად გამოავლინა დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე.
ზვიად ჯანყარაშვილი ირაკლი კორძაიას სასამართლოში უჩივის. სარჩელი ჯანყარაშვილის დაცვის მხარემ სასამართლოში დღეს შეიტანა. როგორც ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კორძაიას მიერ ზვიად ჯანყარაშვილის წინააღმდეგ გამოითქვა ძალიან მძიმე ბრალდებები.
მფარველობდა თუ არა გია უდესიანს ლაშა ნაცვლიშვილი, – ამ თემასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აკეთებს. კბილაშვილი ნაცვლიშვილსა და უდესიანს შორის კავშირს არ გამორიცხავს, თუმცა ის დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ლევან ქ. მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.