ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, “სურსათის ეროვნული სააგენტოს” კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი, გივი ლუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
შსს-მ 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ლელა ლ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში დააკავა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თაღლითობისა და უკანონო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავა.
თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 207-ე სკოლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის” ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო.
"თევზი ყროლდება და ივანიშვილის თაოსნობით მას თავი უკვე აუყროლდა, სანამ ტანიც აუყროლდება უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას. თქვენც ნუ ჩაყვებით ამ ჭილობით", - მიმართა 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომის დატოვებამდე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, შპს „ვესტა“- ს დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე მანელაშვილი და მისი თანამზრახველი, გოჩა ვაშკლევიჩი დააკავა.
ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღება არ ნიშნავს რომ ამ ადამიანის მიმართ კითხვები არ არსებობს ან შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია პროკურატურას, - განაცხადა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხაშურში მცხოვრები, 1991 წელს დაბადებული ჯუდუ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.