China Southern Airlines-მა პეკინსა და თბილისს შორის, 23 სექტემბერს პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს ერთი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო რგოლი, ანტითურქული კამპანიის გამო, "რუსთავი 2"-ის ეთერიდან მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე გარკვეული დროით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი გახსნეს.
საგურამოჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში 25 სექტემბრიდან ჩაერთვება. ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონია კვირას, 25 სექტემბერს, 13:00 სთ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში გაიმართება.
ძლიერმა წვიმამ თბილისის გარკვეულ უბნებში საცხოვრებლები და სარდაფები დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო იტყობინება, რომ ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა.
საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, გიორგი შარვაშიძე აცხადებს, რომ აპირებს იმ კონცეფციის შესრულებას, რომელიც აკადემიურ საბჭოს წარუდგინა
მიმდინარე წლის 21–22 სექტემბერს, სასტუმრო „ვეძისში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა სალექციო კურსი – „როგორ მივაღწიოთ წარმატებას – ადამიანებთან ურთიერთობის ძირითადი მეთოდები“ ჩაატარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.