საქართველოში რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტი დაიწყო. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ.
თბილისში შემოყვანილი Man-ის 10 ახალი ავტობუსი უახლოეს დღეებში ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მოძრავ N61 ავტობუსის ხაზზე დაინიშნება, აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი სხვა ხაზებზე გადანაწილდება.
დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში გაფიცული 40 მუშა დღეს თბილისში რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, უსასყიდლოდ, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერია ტროტუარებზე პარკირების ადგილებს ეტაპობრივად აუქმებს, რაც მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს და აქედან გამომდინარე აღნიშნულ საითხს ფრთხილად უდგება. მისი განცხადებით, 5 ადგილი უკვე გამზადებულია და ხუთიც მზადდება დამატებით მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად, რომელიც ვაკე-საბურთალოს და ვერას მოემსახურება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემის ფაქტი კიდევ ერთხელ შეაფასა და მას "ისტორიული მოვლენა" უწოდა.
თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პირველ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმს დაესწრო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრო მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ.
დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და ადგილობრივ მოსახლეობას, რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.