ისნის რაიონში, ახალაშენებულ №37 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. ონაშვილის ქუჩის №1-ში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა.
საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პაპი საქართველოში, პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის.
„ტელესერიალ „ჰეროკრატიის“ რეიტინგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“,-განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებტან საუბრისას.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან ერთად, ფონიჭალაში განახლებული ახალგაზრდული ცენტრი გახსნა.
კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. ,,ბასლეინები’’ - გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის, დაიხაზა.
კახეთის რეგიონში 27 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, 83,4 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. აქედან 47 ათასი ტონა რქაწითელი, 32 ათასი ტონა საფერავი, 2,3 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის“, - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გმირთა მოედანზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრო და გამარჯვებული გუნდი თბილისის „თბილისი“ დააჯილდოვა.
მიმდინარე წლის 26 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 77,6 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 43 ათასი ტონა რქაწითელი, 30,4 ათასი ტონა საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
დადგა დრო, ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე, ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.