საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილი დღეს ანაკლიის “მომავლის ბანაკს" ესტუმრა და ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა.

სრულად...

30 აგვისტო იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა და საქართველოში ის 2011 წლიდან აღინიშნება. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, იძულებითი გაუჩინარება ხშირად მიზანმიმართულად გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებისა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგის დასჯისთვის.

სრულად...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა. მოწამლულებიდან 28 მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 21 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. 

სრულად...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო კომპანია Georgian Roots International-ის ხელმძღვანელმა, დენი მანსურიმ სტუდენტებისთვის სემინარი თემაზე – „საერთაშორისო ვაჭრობა და მენეჯმენტი“ ჩაატარა.

სრულად...

თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ვაკეში, ბარნოვისა და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარე  გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.

სრულად...

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი უპრეცედენტო, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარიამობის სადღესასწაულო წირვას ამბროლაურში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

სრულად...

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

სრულად...

სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროსთნ ახლოს 2 დღის წინ ზღვაში დაკარგული მამაკაცის  ცხედარი იპოვეს. 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საბანაოდ ზღვაში 26 აგვისტოს საღამოს შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

სრულად...

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი