საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თბილისის საკრებულოსთან დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დავით ნარმანია თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია.

სრულად...

თბილისი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხს, აღნიშნული პირი კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლდება.

სრულად...

ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება დღეს 20:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

სრულად...

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხდა. 

სრულად...

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარს რასნაჩსს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს უმასპინძლებენ. 

სრულად...

შეკვეთილში, Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ „მუსიკოსების პარკში“ რამდენიმე სკულპტურა დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდ „ქართუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

სრულად...

თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ლითონის ჭიშკრები და და აივნის ჭედური მოაჯირები შეიცვალა. დედაქალაქის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, მოხდა ლითონის ჭიშკრებისა და აივნის ჭედური მოაჯირების შენობებიდან ჩამოხსნა და სპეციალურად მოწყობილ სამჭედლოებში სარესტავრაციოდ გადატანა.

სრულად...

დედაქალაქის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას იწყებს. ქალაქის მთავრობა მზად არის დააფინანსოს პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდების, კვლევებისა და ტრენინგების გზით სატრანსპორტო სფეროს თემატიკას მოიცავს.

სრულად...

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესი 3 ძირითად სამუშაო მიმართულებას [შენობების აღდგენა-განახლება; კომუნიკაციების შეცვლა-ახლის მოწყობა; გამზირის კეთილმოწყობა] მოიცავს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი