ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე, - განაცხადა საქართველოში ევროკაშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება.
მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს საკუთარი ეზოს კეთილმოწყობისთვის აკეთებს, სრული აბსურდი და სიცრუეა, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება ღვთისმშობელს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი და ბარათშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
თბილისის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლას ელოდებიან.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, ასევე სხვადასხვა ტაძრების მრევლი მონაწილეობს.
”საპატრიარქოს კედლებს რომ თხუპნიან, ლგბტ-ები კი არა, ეგენი არიან პიდარასტები”, - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ”ვარდების მოედანზე” ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობდა ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერების დაკავებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ის ათი პირი, რომლებიც პოლიციამ საპატრიარქოსთან დააკავა.
სასტუმრო „რედისონთან“ ლგბტ აქტივისტებმა ცისარტყელას ფერებში შეღებილი სკამი მიიტანეს და ჰომოფობია ამ სახით გააპროტესტეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.