„ორი ძალიან საინტერესო დღე ელოდება საქართველოს, 26 მაისი და შემდეგ 27 მაისი“- აღნიშნული განცხადება საქრთველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა GDS-ის ეთერში გააკეთა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილემა მაკა ასათიანმა 25%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებული საკუთარ კომპანიას ”მედია ფინანს გრუპს” გადაუფორმა, - განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ. მისივე განცხადებით, მაკა ასათიანს ტელეკომპანია ”მაესტროში” საკუთარი წილი არ გაუყიდია.
დავით ნარმანია საბავშვო ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორების თემას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ არ არის აუცილებელი მერის ყველასთან შეხვედრა.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში 83 დარღვევა, მათ შორის, 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ბოტანიკურ ბაღთან და 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით, როგორც ეკონომისტი, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
როგორი იყო გიგი უგულავას და როგორია დავით ნარმანიას პიარ-პოლიტიკა. რა თანხები გაიცემოდა მაშინ და რა თანხები მიდის ახლა დედაქალაქის ბიუჯეტიდან სხვადასხვა PR მომსახურებისთვის.
180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში ფართები საკუთრებაში გადაეცემა. აღნიშნულ საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ეროვნული აკადემიის შესახებ კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.