არასამთავრობოები კამპანიის ”სამართალი ითხოვს” ფარგლებში საპროტესტო აქციებსაც გამართავენ - განუცხადა ჟურნალისტებს ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ამ დროისთვის ორი კანდიდატია დარეგისტრირებული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის, კანცლერისა და აკადემიური საბჭოს გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, ნატალია ჯალიაშვილი ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს მოდ დე ბურ-ბუკიკიოს შეხვდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ ლექტორების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. მათი მოთხოვნა უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომაა.
კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, 12-13 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ იწვიმებს.
115-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან შეხვედრას მართავენ. მშობლები გათავისუფლებული დირექტორის ნინო სიჭინავას დაბრუნებას ითხოვენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.