დონის როსტოვში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. უსუფაშვილმა პარლამენტის სახელით ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დონის როსტოვში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში ნახატებისა და ესეების კონკურსი გამოაცხადა.
ქუთაისი-ზესტაფონის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი დეპუტატი, თემურ ფეიქრიშვილი ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. როგორც guardian.ge-ს ქუთაისის საავადმყოფოში განუცხადეს, ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"თსუ-ს აკადემიური საბჭოს სხდომაზე სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად რექტორის გადაყენების საკითხზეც იმსჯელეს" - ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ განუცხადა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი დეპუტატი, თენგიზ ხუბულოვი ზესტაფონიდან თბილისში გადმოჰყავთ.
ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, საქართველოს პარლამენტის სამი დეპუტატი თემურ ფეიქრიშვილი, თემურ ხუბულური და მახირ დარზიევი დაშავდნენ.
„პარტია "მემარცხენე ალიანსის" მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ სრულად დააკმაყოფილა და უმოკლეს დროში შესაძლებელი იქნება დღემდე დაურეგისტრირებელი მიწების უფასოდ დარეგისტრირება, - ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები" კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს უფლება ექნება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს - ეს არის ერთ-ერთი სიახლეა ცვლილებებს შორის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.