მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მხოლოდ 100 000 ოჯახი მიიღებს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს.
ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ომბუდსმენი "რუსთავი-2"-თან საუბრისას სოციალური აფეთქების საფრთეებზე საუბრობს და სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება პოზიტიური მიზნების გარშემო, დავძლიოთ პოლარიზაცია და მივაღწიოთ კონსენსუსს საზოგადოებაში და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრ ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დასრულდა. როგორც ჟურალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ განუცხადა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია კიდევ საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილს მიყენებული აქვს 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა და თავზე ნაფლეთი ჭრილობა.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის, ეკა მიშველაძის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს მრავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. როგორც ეკა მიშველაძემ განაცხადა, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი სასაფლაოზე მოხდა. "სასაფლაოზე მოხდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მრავალი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” 28 თებერვალს 20:00-საათზე მართავს რიგით მე-9 საქველმოქმედო საღამოს პროექტ “ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” ფარგლებში.
დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში 28 ავტომანქანის მფლობელებს დილით საბურავები დაჭრილი დახვდათ. "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, დაზიანებულია მე-14-ე, მე-15-ე და მე-16-ე კორპუსებში მცხოვრებთა ავტომანქანები.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.