საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხს ესტუმრა და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
„სითი ინსტიტუტი – საქართველო“ და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ ერთობლივ პროექტს იწყებენ, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მამუკა სალუქვაძემ და პორტალ „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პროექტის „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შიდაუწყებრივი მოკვლევა დაასრულა.
საფრანგეთში, მე-20 საუკუნის 20-იანი წლების პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის დედა, ზეინაბ კედია გარდაიცვალა.
საქართველოში მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, კომპანიამ "ასკანელი ძმები" და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას უზბეკეთიდან შემოტანილი 100 000 თუთის ნერგი საჩუქრად გადასცეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირება განხორციელდება.
არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიზო უბილავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარე საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს. შესაბამისი დავალება საგარეო უწყებას დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.
ფოთში პოლიციის გაძლიერებული რეიდები ტარდება. ქალაქის ცენტრში ნიღბიანი და შეიარაღებული სამართალდამცველები მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.