საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, დაფუძნებიდან დღემდე, 215 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა 7,9 მილიონი ლარით დააფინანსა, - საქმიანობის ანგარიში და 2016 წლის პრიორიტეტები ფონდის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაშმა წარადგინა.
"მთავრობის პოზიციაა, რომ ცალსახად შესაძლებელია ის შეღავათები, რაც ჰქონდათ მაღაროელებს, აღუდგეთ" - განცხადება ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ტყიბულში მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით გააკეთა.
"მსოფლიოში ცილისწამება რომ დასჯადი იყოს, ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას" - ირაკლი სესიაშვილი.
სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა არალეგალური ქმედებაა და ამაზე რეაგირებას ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა,- ეს განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
ქართველი მეზღვაური, რომელიც მეკობრეებმა რამდენიმე თვის წინათ დაატყვევეს, სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაცემული პრემიების ოდენობა გამოძიების საგანი უნდა გახდეს. ხატიაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პირადად იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრზე 2015 წელს პრემიის სახით გასცა 117 500 ლარი.
კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განაცხადა.
ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გვირაბის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის 550 000 ლარი გამოიყოფა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა „თელასის“, „ყაზტრანსგაზის“, „აუთდორ.ჯის“, „ალმა+“-ის, „კავკასუს ონლაინისა“ და „სილქნეტის“ წარმომადგენლებთან გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.