რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზა შესაძლოა ფასიანი გახდეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ მისი ალტერნატიული გზა იარსებებს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ განახორციელებს ამ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ინვესტიციას.
თბილისში საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა–სასტუმროს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სვეტიცხოვლობა ჩვენი სარწმუნოებისა და ქართველი კაცის სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლობა მოსახლეობას.
16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები, ისიც ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის დაბადება. უფრო კონკრეტულად კი, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინების ერთადერთ საფუძვლად, გოგონების შემთხვევაში - ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში - ბავშვის დაბადება განისაზღვრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძრებში მსურველებისთვის 24-საათიანი ლოცვა დააწესა. როგორც პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, საქართველო გამოირჩეოდა ისტორიულად თავისი დიდი ლოცვით.
დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაიხაროს ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველმა ხალხმა, ყველამ ვინც ცხოვრობს საქართველოში- განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
შპს „სინათლის ქალაქმა“ თბილისის ანძის დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შპს „სინათლის ქალაქი“-ს დირექტორთან, ვასილ ხორავასთან ერთად დაათვალიერა. სამუშაო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ახალ წელს კი თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო, ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თურქეთის მთავრობას და მთელ თურქ ხალხს მიუსამძიმრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ დევნილთა სამინისტროში 2012 წელს გაცემული პრემიები შეისწავლა. „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი კონკრეტული სამინისტრო, რომელიც ყველაზე რთულ და დაჩაგრულ მოსახლეობაზე, დევნილებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული და მათ პრობლემებზე ეზრუნა, საკუთარ ჯიბეზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე დევნილ მოსახლეობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.