დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე დღეს გზა ჩაინგრა. ქუჩის მცხოვრებლები გზის ჩანგრევას "ძველი თბილისის ფონდის" მიერ სახლის მშენებლობას უკავშირებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები არ იცავდნენ უსაფრთოხების ზომებს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ ოფისში, ქართული ღვინის ცენტრი გახსნა.
უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ ეს კობიაშვილის ბრალი იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არა უშავს, გავუძლებ - ასე გამოეხმაურა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება ამის თაობაზე სულ ახლახან გამოცხადდა. კობიაშვილს ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე დელეგატების უმრავლესობამ, 18-მა დაუჭირა მხარი, არველაძეს კი 15-მა დელეგატმა, მე-3 კანდიდატს, მამუკა კვარაცხელიას კი არც ერთი ხმა არ ერგო. რევაზ არველაძემ ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ძალიან სამწუხარო და ცუდია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები, - ამის შესახებ "ტელეიმედის" ეთერში ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერი დელეგატები არჩევნების ხელოვნურად ჩაშლას ცდილობენ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ იმყოფებოდა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" რჩება, თუმცა ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი თუ რა სტატუსით იმყოფება იგი იქ, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მოწვეული სტუმრების სიაში კახა კალაძის გვარი არ არის შეტანილი და შესაბამისად, მას დასწრების უფლება არ აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.