შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება, – პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერთან და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ვერეს ხეობაში მშენებლობები არ მოხდება და იქ რეკრეაციული ზონა გაკეთდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევებს არაობიექტურს და პოლიტიზებულს უწოდებს და უახლოეს დღეებში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს წარმოადგენს, თუ რამდენად ენდობიან მას საქართველოში.
NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს კომპანია „სოკარი" გადაიხდის.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ თბილისი თანამდებობის პირებს სწორი მიმართულებით არ მიჰყავთ. 16% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირებს დედაქალაქი სწორი მიმართულებით მიჰყავს. აღნინულთან დაკავშირებით 16%-ს პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.
NDI-ის გამოკითხულთა 36% თბილისის მერს, დავით ნარმანიას საქმიანობას ცუდად აფასებს. კითხვაზე - როგორ აფასებთ თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: კარგად - 12%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 36%, არ ვიცი -7%.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC– საქართველოს მიერ წარმოდგენილი უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობის 47%-სთვის ცხოვრების დონე არ შეცვლილა, 43%–თვის კი გაუარესდა.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა "პანორამა თბილისის" პროექტის წინააღმდეგია. თბილისში ჩატარებული გამოკითხვისას რესპონდენტთა 71%-მა განაცხადა , რომ სმენია პროექტ "პანორამა თბილისის" შესახებ, 29%-ს კი არ სმენია.
სოციალურ ქსელ youtube- ზე ვრცელდება ვიდეო, რომელიც მობილური ტელეფონითაა გადაღებული და ასახავს, რევაზ არველაძესა და UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი სურკისს შორის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დღეს, 3ოქტომბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში მოლაპარაკებებს, დაჭერილი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის გამოსაშვებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.