საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დელეგატი ხმის მიცემას რეზი არველაძისთვის აპირებდა. ამ დროისთვის უცნობია, გაათავისუფლებენ თუ არა გობეჯიშვილს და დაესწრება თუ არა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ სოციალურად დაუცველთათვის პროექტების განხორცილებას განაგრძობს. ამჟამად „პოზიცია“ „ქუჩის მუსიკოსებთან“ ერთად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალს, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს ეწვია.
თბილისის 50 სკოლაში 5-6 წლის ასაკის ბავშვების სასკოლოდ მოსამზადებლად 3-4 საათიანი ჯგუფები შეიქმნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ.
ნიკა გვარამიას ისტერიულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მოთხოვნები „რუსთავი 2“-ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით იყო დროული, – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შპს "ტელეკომპანია საქართველოსთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"რუსთავი 2"-ის 21-წლიანი მუშაობის განმავლობაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, ეს არის გამოცხადებული ომი, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.