არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” 27 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე, “ელ ცენტროში”, ბამბის რიგის ქუჩაზე, მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანადგომა აღუთქვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან ხვალ ჩამოსვენებენ და, ოჯახის გადაწყვეტილებით, რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ.
ეს არის სიყვარულის, განახლების, ქველმოქედების დღე, ასოცირდება გამარჯვებასთან, მშვიდობასა და სიკეთესთან, ეს დღე არის სიმბოლო სიკეთის გაარჯვებისა ბოროტებაზე, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე მეჩეთში შეკრებილებს, რომლებიც ყურბან-ბაირამის დღეასაწაულს აღნიშნავენ.
"რობინ ჰუდის ინდექსში" საქართველო მე-11 პოზიციაზეა. "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებული აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველოს ერთადერთი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ თანხის ღარიბ მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობს. ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის ვასილ ყულიჯანიშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვასილ ყულიჯანაშვილის ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციის სახით 100 ათას ლარს გამოუყოფს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს შესაბამისი საკითხის მომზადება დაავალა.
მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. მინისტრებმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვასილ ყულიჯანაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულიჯანაშვილის ოჯახს უსამძიმრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.