ებრაული ინვესტიციით თბილისში სასტუმრო “Rustaveli Boutique Hotel“ აშენდება. სასტუმროს მშენებლობის პროცესს დღეს თბილისის მერი საქართველოში ვიზიტით მყოფი ისრაელის დელეგაციის წევრებთან ერთად გაეცნო.
ესპანური ავიაკომპანია Vueling Airlines მომავალი წლიდან ბარსელონიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას სწავლობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობის კანდიდატებად დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი წარადგინა.
თბილისში ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი ძალაში დღეიდან შევიდა. გაზრდილი ფასების შესახებ სემეკ-ის დადგენილება "საკანონმდებლო მაცნეში" დღეს გამოქვეყნდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ ტელემაუწყებლობის დარგში სერგი გვარჯალაძე დაინიშნა. ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას გიორგი ჩართოლანი იკავებდა. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული არქივის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ ოჯახური დასაქმების ბიურო - ამ სათაურით აქვეყნებს "ქრონიკა+" საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, ვრცელ სტატიას. გაზეთში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია თემას, რომელიც მაუწყებელში არსებულ ნეპოტიზმს ეხება.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას" გამარჯვებულთა ვინაობა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით, 2015 წელს პიესის ნომინაციაში, ლიტერატურული პრემია „საბა" არ გაიცა.
სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტ "ეტალონის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში წარმატებული ახალგაზრდებისა და პროექტის თანამოაზრეთა სადემონსტრაციო ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო, ტელეკომპანია АТВ-მ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპის ჩვენება შეწყვიტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.