სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელმა ლიკა გვარამიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას სკანდალური ვიდეო გაავრცელა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ერთ -ერთ ოჯახშია გადაღებული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს ბათუმში კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების პლაკატებზე წერია: "პაპუაშვილი - ნაცისტების ადვოკატი", "პაპუაშვილი - უგულავას და ბოკერიას მონა", "ზონდერი მოსამართლე" და სხვა.
თავს შევიკავებ გავაკეთო განცხადებები, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოიყენონ ისევ ჩემს საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა “20 30″-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისიტრი გამოეხმაურა. გიგლა აგულაშვილის თქმით, ჰესის მშნებელობის დაწყების ნებართვა ჯერ არ გაცემულა, თუმცა სამინისტრო ნებართვის გაცემას გეგმავს.
თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის სამი გამარჯვებული კომპანია დაასახელა.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისში საცობების თემაზე და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
სკანდალურად ცნობილ ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ სასამართლო ემუქრება, თურქეთის სანაპიროსთან სამი წლის სირიელ ბიჭზე აილან კურდიზე კარიკატურების გამო. ჟურნალში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე აილანია გამოსახული, რომელიც სილაში წევს, ხოლო მასზე წარწერაა: „ასე ახლოს მიზანთან“. ასევე კაფეს რეკლამაა წარწერით: „ბავშვის ორი მენიუ ერთის ფასად“.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება #11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვან მსჯავრდებულებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან ერთად მიულოცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს მიმართავს, რომ 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.