თბილისის ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 48 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. ახალი ზოოპარკის შესხებ დღეს, 3 სექტემბერს "კვირის" პრესკლუბში ზურაბ გურიძელიძემ, ზოოპარკის დირექტორმა ისაუბრა.
„2016 წლის თებერვლიდან, ქართული თაფლი შეიძლება გავიდეს ევროპულ ბაზარზე ქართული სერთიფიკატით, რომელიც იქნება საერთაშორისოდ აღიარებული“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ერთ–ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 2017 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის მანდატი, არის ის, რომ ასეთი ბაზები აქვს ჩვენს რაგბს და ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ლელო სარასენსის“ სარაგბო ბაზაზე სტუმრობისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აცხადებს, რომ თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია.
მთავრობის დადგენილებით, დღეს "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი ბასა ჯანიკაშვილი ეკა მიშველაძის თოქშოუს დახურვას ადასტურებს და ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტს ასახელებს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
სტიქიის შედეგად დაზარალებული პირველი კატეგორიის 35 ოჯახიდან 21-მა ოჯახმა სახელმწიფოს დაფინანსებით ბინა უკვე შეიძინა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
აზერბაიჯანში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. "სპუტნიკის" აზერბაიჯანის ბიუროს ცნობით, 1987 წელს დაბადებული რუჰია იბადოვა ჭასთან იდგა, როდესაც მიწისძვრა მოხდა, შედეგად იგი ჭაში ჩავარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.