პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბორჯომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწმინდესმა ნათლული, პრემიერის უმცროსი შვილი, გაბრიელი მოიკითხა და მთავრობის მეთაური დალოცა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ჯავახეთის რეგიონში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად თევზის უიშვიათესი სახეობა "ტბის კალმახი" აღმოაჩინეს.
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ტერიტორიიდან ადგილობრივი მკვიდრი, 36 წლის მამუკა სამხარაძე გაიტაცეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას რევაზ არველაძეც მიიღებს. ინფორმაციას თავად არველაძე ადასტურებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე თბილისში გამართულ სუპერთასის მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება, კალაძე ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ ღონისძიების საქართველოს დედაქალაქში ჩატარებისთვის.
"ქართველებს რუს ხალხზე უფრო ახლობელი ერი არ ჰყავთ, დაწყებული რწმენით და დამთავრებული მენტალობით", - ამ სათაურით აქვეყნებს ინტერვიუს რუსული გამოცემა "იზვესტია" ცნობილ ქართველ ბანთან პაატა ბურჭულაძესთან.
თავისუფალ სიტყვას დაცვა სჭირდება, ოღონდ ის დასაცავი არასდროს არ უნდა გახდეს და მე არ მგონია, რომ დღეს ამასთან გვაქვს საქმე, – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ დავას.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ განცხადებას ავრცელებს.
დიდგორობასთან დაკავშირებით „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "დიდგორზე გამარჯვებით დიდმა მეფემ ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა".
კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მის ფავორიტს მომავალში დაასახელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.