დღეს დილიდან თბილისში რამდენიმე სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცული არიან 140 ნომრის მძღოლები, რომლებიც ამჟამად მოსკოვის პროსპექტზე არიან შეკრებილი.
რამდენიმე დღეა იტალიელი პოლიციელები 52 წლის ლალი ნამჩევაძეს ეძებენ, რომელიც 2 წელია შვილთან ერთად იტალიაში იმყოფება.
ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების ორი მძღოლი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას აგრძელებს. უკვე მეხუთე დღეა რაც შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" 300- მდე მძღოლი გაფიცულია.
თბილისის რამდენიმე უბანს დღეს (16 თებერვალი) საღამოს წყალმომარაგება შეუწყდება. წყალმომარაგების შეწყვეტა 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოებს უკავშირდება.
ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია დავით თამაზაშვილის აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას სოციალური ქსელით ეხმიანება. იგი მის 2013 წლის 26 აგვისტოს დაკავებასა და ფიზიკური ზიანის მიყენებას იხსენებს და ამბობს, რომ თამაზაშვილი პირადად მონაწილეობდა მის დაკავებაში.
სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლის 5 ბინადარი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, ე.წ. ღორის გრიპია.
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ნარკოტიკული თრობის გამომწვევი პრეპარატების უკანონოდ გაყიდვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტომობილის ტექდათვალიერებისთვის მომზადებამ, შესაძლოა, უშუალოდ მანქანის თვითღირებულებასაც კი გადააჭარბოს.
რა თანხები დახარჯეს 2013 წელს კულტურის სამინისტროს პირველმა პირებმა უცხოეთში მივლინებებისას და რატომ დგება ეჭვქვეშ გურამ ოდიშარიასა და მისი ორი მოადგილის (მათგან ერთ-ერთი, მარინე მიზანდარი უკვე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულია) ფრანკფურტის სასტუმროში გაწეული ხარჯების ნამდვილობა, რომელმაც მთლიანობაში 3 ღამის განმავლობაში 16 488 ლარი შეადგინა, ამას IDFI -ის მიერ ჩატარებული კვლევა პასუხობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.