2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით მეტია. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს. ის დღემდე, დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
არ დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ჩანაწერი თუ დაამონტაჟეს, პირდაპირ ვიტყვი, ვინმე დედას თუ შემაგინებს, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, - განაცხადა მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა გადაცემა „იმედის ფაქტორში“, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტირებისას.
საქართველოს საპატრიარქო გუშინ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. საპატრიარქო ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, რასაც არც მალავენ.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, გუშინ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ, არაეკლესიური წესით შეკრიბეს ხალხი და შეთქმულება მოაწყეს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნასაც შეეხებოდა, თუმცა, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ იძლევიან.
გუშინ გვიან ღამით ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მარტვილში, საეპისკოპოსო რეზიდენციაში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.