საზოგადოება

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს.

სრულად...

კომუნალური გადასახდების გადავადება ამ ეტაპზე არ იგეგმება, - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

სრულად...

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე.

სრულად...

ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალია. მანვე აღნიშნა, რომ ინფექციის მქონე არასრულწლოვანთა მდგომარეობა სტაბილურია.

სრულად...

20 მარტს, 12:00საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით წმინდა სინოდის სხდომა შედგება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

სრულად...

პირი, რომელიც სავარაუდოდ თვითიზოლაციის პირობებში უნდა ყოფილიყო, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა. სამარშრუტო ტაქსის შეჩერება სამართალდამცველების ჩარევის შედეგად ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ სვენეთთან მოხდა, თუმცა აღნიშნულმა პირმა გაქცევა მოახერხა.

სრულად...

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე „ფეისბუქზე“ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილ მდგომარეობაზე განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ მისი კომპანიაში თითქიმის 15-წლიანი მუშაობის პერიოდში ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ „ოდესმე რაღაც ვირუსის, პანდემიის ან ეპიდემიის გამო აღმოვჩნდებოდით იმ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვარ“.

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგის დაწყებისას მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სრულად...

მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

მსოფლიოში ცნობილი ექიმები საზოგადოებას ვიდეომიმართვით მოუწოდებენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ და დაიცვან ჰიგიენის წესები. 

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი