ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას, - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შესანელებლად ბრიტანეთი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით ლიბერალურ მიდგომას ამჟღავნებს, რაც კონკრეტული შემთხვევებიდან ფოკუსის გადატანას ზოგად რეკომენდაციებზე გულისხმობს.
დღეიდან დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა. ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ.
პარიზი-თბილისი რეისზე ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.
კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ტესტი განმეორებით ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს - ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
20 მარტის 24 საათიდან საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენები იზღუდება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კორონავირუსით იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.